ახალი ამბები
"იმედის" ეგზიტპოლის შედეგებით ოთხ თვითმმართველ ქალაქში „ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ
FaceBook
„გორბის" მიერ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ოთხივე ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იმარჯვებს

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიამ, 42.8%-მა .

"გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:

ბათუმი - "ქართული ოცნება", არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, "ნაციონალური მოძრაობა", გიორგი კირთაძე 49,2%;

ქუთაისი - "ქართული ოცნება", იოსებ ხახალეიშვილი - 51,9%, "ნაციონალური მოძრაობა", ხატია დეკანოიძე 48,1%;

რუსთავი - "ქართული ოცნება", ნინო ლაცაბიძე - 53,8%, "ნაციონალური მოძრაობა", დავით კირკიტაძე 46,2%.
Print