ახალი ამბები
"დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობები ჩამოართვეს’’
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანიდდატის ხატია დეკნოიძის განცხადებით, მერიის დასუფთავების 400-მდე თანამშრომელს არჩევნების წინ პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ უკავშირდებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

"არაერთი თანამშრომელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ პირადობა ჩამოართვეს. ამ ადამიანების ნაცვლად შემდეგ უბნებზე თავიანთ მხარდამჭერებს გაუშვებენ. Ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა გზით ცდილობს. ვნახეთ კადრები, როგორ იმალებოდნენ კოორდინატორები სიით ხელში საარჩევნო უბანზე. ძალიან სევდიანი კადრები იყო. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ამცირებს ხელისუფლება ხალხს და როგორი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ. გაშიფრულია ვინმე ჯონი არაბიძე , რომელიც მერიაში მუშობს და საკრებულოს ყოფილი წევრი ვინმე დვალი",
- ამბობს ხატია დეკანოიძე.

ჯონი არაბიძე ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსია, რომელიც ირწმუნება, რომ საარჩევნო პროცესებთან არაფერ შუაში არ არის. 

"გეშლებათ რაღაც, მე რა შუაში ვარ". 

ქუთაისის  მერის მანდატისთვის "ქართული ოცნების" და ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იბრძვიან. მეორე ტურში გაიმარჯვებს ის, ვინ მეტ ხმას მიიღებს.

პირველი ტურის შედეგებით კი ხმები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძე - 43.35%;

"ქართული ოცნება" იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%;

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print