ახალი ამბები
საარჩევნო უბნებთან ჟურნალისტების შეურაცხყოფის 17-მდე ფაქტი დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შესაბამისი ორგანოებიდან მოითხოვს სათანადო რეაგირებას არჩევნების მეორე ტურის გაშუქების პროცესში, ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის და მათი უფლებების დარღვევის 17 ფაქტი ფიქსირდება რუსთავის, მარტვილის, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქარელის, ბათუმის, ფოთის, გონიოს საარჩევნო უბნებზე.

ქარტიას მიაჩნია, რომ არჩევნების დღეს მმართველი გუნდის მხრიდან აგრესიული რიტორიკა უარყოიფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე.


დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, 20 ქალაქში ხმების არასაკამარისი რაოდენობის გამო მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა დადგა. 



Print