ახალი ამბები
ქუთაისში, საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს
FaceBook
ქუთაისში, #15-ე საარჩევნო უბანთან on.ge-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ჟურანლისტი ამბობს, რომ მას სიტყვიერი და ფიზკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს.
"აგიტატორს ხელში ეჭირა სია ფოტოსურათებით. გავიგონე, რომ ამბობდა, წადით და სიის მიხედვით ხალხი მოიყვანეთო. დავიწყე გადაღება, რამაც ეს ქალბატონი გააღიზიანა და ჩხუბი დამიწყო, ძალიან აგრესიული იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. შემდეგ მოვიდა კაცი, რომელსაც უნდოდა ტელეფონი წაერთმია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე,’’ - ამბობს იზაბელ მოდებაძე.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლი კი ამბობს, რომ მას ჟურნალისტი ავტომანქანაში შეუვარდა და მისი მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ქონია.

კენჭისყრის პროცესში დარღვევებზე და ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში დილიდანვე მიუთითებდნენ

ქალაქის მერის მანდატისთვის "ქართული ოცნების" და ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იბრძვიან. მეორე ტურში გაიმარჯვებს ის, ვინ მეტ ხმას მიიღებს.

პირველი ტურის შედეგებით კი ხმები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძე - 43.35%;

"ქართული ოცნება" იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%;

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.

Print