ახალი ამბები
ქუთაისში, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩევლის მეტი აქტიურობა ფიქსირდება
FaceBook
ქუთაისში, 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 45 691 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 29,72%-ს წარმოადგენს.

2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურზე, ანალოგიურ დროს ამომრჩეველთა  28, 9%-ს ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაკეთებული.

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია.

მომრჩევლის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია.

ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური მიმდინარეობს.

Print