ახალი ამბები
რა ღირს არჩევნების მეორე ტური?!
FaceBook
30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მთლიანად 11,653 მლნ ლარი უჯდება.

ცესკოს ინფორმაციით, შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 7,135 მლნ ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 3,017 მლნ ლარია გაწერილი. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე კი - 271 ათასი ლარია გათვალისწინებული.

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კი დღეს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში იმართება - ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება.


წყარო:bpn.ge
Print