ახალი ამბები
12 საათის მონაცემებით, არჩევანი 4 332 ადამიანმა დააფიქსირა - ამომრჩევლთა დაბალი აქტივობა ბაღდათში
FaceBook
ბაღდათის სალქო საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით დღეს ამომრჩელთა აქტივობა დაბალია.
პირველ ტურში 12 საათზე  თავიანთი არჩევანი საერთო ამომრჩევლის 22% პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო მეორე ტურში მხოლოდ 20,17% (4 332) ამომრჩეველი მივიდა. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშიც პირველ ტურში  50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

მეორე ტურში  ბაღდათის მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე და "ნაციონალური მოძრაობის" კანიდატი გიორგი რობაქიძე იბრძოლებენ.

პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე  გადანაწილდა:

გიორგი რობაქიძე 35.883% მიიღო 

Კახა ენუქიძემ - 49.533%.

ბაღდათში სულ 21 493 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქსი გახსნილია 30 საარჩევნო უბანი და 1 კოვიდ უბანი. 

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური მიმდინარეობს.
Print