ახალი ამბები
წყალტუბოში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  საკუთარი არჩევანი 12:00 საათის მონაცემებით,  საერთო ამომრჩეველთა  17.27%-მა  (8706 ამომრჩევლმა) დააფიქსირა, რაც თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 58-ე წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ პირველ ტურში 12 საათზე  10 035  (18, 88%) ამომრჩეველი იყო მისული. 

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  წყალტუბოში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და  საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის არც ერთი  საჩივარი არ დაფიქსირებულა. 

წყალტუბოში ქალაქის პირველი პირის მანდატისთვის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები" იბრვიან.

სწორედ, "ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატს გენადი ბალანჩივაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ზაზა მეტრეველს შორის უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული.

პირველი ტურის შედეგები კი ასეთია:

ზაზა მეტრეველი 42.546%;

გენადი ბალანჩივაძე - 48.521%;

წყალტუბოში 50419 ამომრჩეველია.ძირითადი უბანია 67 , ემატება პენიტენციური 68 და ასევე კოვიდ უბანი 68. ჯამში 69 უბანი.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში  არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print