ახალი ამბები
ქუთაისში 12 :00 საათის მონაცემით ხმა 25 712 ამომრჩეველმა მისცა
FaceBook
ქუთაისში, 12 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 25 712  ამომრჩეველმა დააფიქსირა.
საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16,73℅ მივიდა. პირველ ტურზე ანალოგიურ დროს კი 16,5%.

ამ ეტაპზე ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოზრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print