ახალი ამბები
ქუთაისში "ოცნების" კოორდინატორები მერხების ქვეშ იმალებოდნენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის 54-ე საარჩევნო უბანზე, მმართველი პარტიის კოორდინატორები, საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში, ფარდის უკან დამალული იპოვეს.

მათი ნაწილი კი  მერხების ქვეშ იმალებოდა. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს კოორდინატორებმა უთხრეს, რომ პანაშვიდზე მიდიოდნენ და ოთახში ამ მიზნით იყვნენ შეკრებილი. კოორდინატორებს თან სიები ჰქონდათ ხელში, სადაც ოპოზიციის დამკვირვებლების მტკიცებით, იმ ადამიანების სახელები და გვარები ეწერა, ვისაც თანხა გადასცეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კოორდინატორებს შორის იყვნენ საბავშვო ბაღის თანამშრომლებიც. 


დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.
ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით. ქუთაისში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print
თეგები: #არჩევნები 2021