ახალი ამბები
"მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება ქუთაისში“ - ხატია დეკანოიძე
FaceBook
"ძალიან  მნიშვნეოვანია ამ ქალაქის განვითარება და თვითმმართველობის გაძლიერება ამ ქალაქში, - ეს განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მას შემდეგ რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. 

მისი თქმით, ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ქუთაისისთვის პოლიტიკური ცენტრის სტატუსის აღდგენა.

"ძალიან  მნიშვნელოვანია ამ ქალაქის განვითარება და თვითმმართველობის გაძლიერება, ასევე, მნიშვნელოვანია  პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება ქუთაისში.  სწორედ ამის სასარგებლოდ მივეცი ხმა.  აუცილებელია ყველამ მიიღოს ამ ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს მრავალფეროვნება, პლურალიზმი არის ის რაც სჭირდება დღეს ყველა ქალაქს და საქართველოს", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.  

ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით. ქუთაისში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში ტარდება არჩევების მეორე ტური.

Print