ახალი ამბები
"პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტიობა მაღალია '' - ცესკო
FaceBook
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ცნობით, 10:00 საათის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 7,38%-ია, რაც რაოდენობრივად 154 163 ამომრჩეველია.
პირველ ტურში ანალოგიურ დროს  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,41% ჰქონდა ხმა მიცემული.

მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.

2 ოქტომბერს ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში ტარდება არჩევების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print