ახალი ამბები
"დარღვევებს ადგილი არ ჰქონია'' - იოსებ ხახალეიშვილი
FaceBook
მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით, ქალაქში საარჩევნო პროცესი მშვიდად და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით, ქალაქში საარჩევნო პროცესი მშვიდად და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

"მე როგორც მაქვს ინფორმაცია არანაირ დარღვევას არ ქონია ადგილი. მეორე ტური უფრო კარგად და მაღალსტანდარტულად მიმდინარეობს, ვიდრე პირველი ტური", - განაცხადა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ სოსო ხახალეიშვილმა.

"ოცნების" კანდიდატის თქმით, მან ხმა მისცა ქალაქის უკეთეს მომავალს.

ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით. ქუთაისში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში ტარდება არჩევების მეორე ტური.
Print