ახალი ამბები
ქუთაისში დამკვირვებელმა კოორდინატორები საარჩევნო უბნის შენობაში ჩაკეტა
FaceBook
ქუთაისში #54-ე საარჩევნო უბანზე, ბაღის შენობაში "ქართული ოცნების" ოთხი კოორდინატორია ჩაკეტილი და გამოსვლას ვერ ახერხებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი დამკვირვებლის ინფორმაციით, კოორდინატორები უბანზე ფულს არიგებენ. მისი თქმით, თანხის გადაცემა საბავშვო ბაღის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხდება. მას შემდეგ, რაც კოორდინატორები ოთახში შევიდნენ, მან ოთახის კარი ჩაკეტა.

"საარჩევნო უბანი არის საბავშვო ბაღში გახსნილი. შიგნით არიან კოორდინატორები, რომლებიც ფულს აძლევდნენ უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს. ოთახში შესვლა ვცადე, მაგრამ არ შემიშვეს, რის შემდეგაც კარი გარედან ჩავუკეტე", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი #54-ე საარჩევნო უბანზე მინი ენდელაძე.

მისი თქმით, აღნიშნულ უბანზე ვითარებას მმართველი პარტიის დეპუტატები აკონტროლებენ.
Print
თეგები: #არჩევნები 2021