ახალი ამბები
ქუთაისში, საარჩევნო უბნის შესასვლელში "ოცნების" დროშა გამოფინეს
FaceBook
ქუთაისის #103-ე საარჩევნო უბნის შესასვლელში მმართველი პარტიის დროშა გამოფინეს.

არჩევნების დღეს უბანთან ახლოს სააგიტაციო მასალის გამოფენა კანონით აკრძალულია. მას შემდეგ, რაც მომხდარი ადგილზე მყოფმა დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, პარტიული დროშა უბნის თავმჯდომარის მითითებით ჩამოხსნეს. 

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.

ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით. ქუთაისში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.
Print