ახალი ამბები
ქუთაისში 10 :00 საათის მონაცემით ხმა 10 856 ამომრჩეველმა მისცა
FaceBook
ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 10 856 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.06℅% მივიდა.

პირველ ტურში ანალოგიურ დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.5  % ჰქონდა ხმა მიცემული.

''კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს'', - განაცხადა ლალიაშვილმა.

ამ ეტაპზე ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არაა შესული.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოზრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.
Print