ახალი ამბები
"გპირდებით, რომ დავიცავთ თითოეულ ხმას"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე არჩევნებამდე ერთი დღის ადრე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს რომ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ცვლილებები, ვინც ფიქრობს, რომ ხვალიდან უნდა გავიღვიძოთ სრულიად ახალ  ქვეყანაში, სადაც დემოკრატია, თავისუფლება, კოალიციური მმართველობა, ქალაქების თვითმმართველობა  და ზოგადად ამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წართმევა არის უმნიშვნელოვანესი, ხვალ ყველანი მობრძანდით არჩევნებზე.  ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დაიწყება ჩვენი მოქალაქეების ნების  დაფიქსირებით. მობრძანდით ყველანი არჩევნებზე ხვალ და გპირდებით, რომ დავიცავთ თითოეულ ხმას. პირობას ვიძლევი ჩემს მეგობრებთან ერთად  თითოეულ ხმას  გავუფრთხულდებით, თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული და ჩვენ ყველაფერ წარმოუდგენელს  ვიზამთ უბნებზე იმისთვის, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ საბოლოოდ", -  მოუწოდა ხატია დეკანოიძემ ამომრჩევლებს ქუთაისიდან. 

ქუთაისში ქალაქის მერობისთვის "ნაციოანლური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე და მმართველი გუნდის  კანდიდატი  იოსებ ხახალეიშვილი იბრძვიან.

პირველი ტურის შედეგები ასეთია: ხატია დეკანოიძე  43.35%

იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%. 

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური ჩატარდება.




Print