ახალი ამბები
წინა წელთან შედარებით, მშენებლობების რაოდენობა 6,5%-ით გაიზარდა - საქსტატი
FaceBook
საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობებზე გაცემულია 7 425 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 %-ით  მეტი).

ასევე გაცემულია ნებართვა 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9 %ით მეტი).


ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 73,7 % მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 %

თბილისზე, 9,3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9 პროცენტი - ქვემო ქართლის
რეგიონზე, 8,5 %- იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე.

კერძოდ, 27,8 % თბილისზე, 12.7 % - კახეთის რეგიონზე, 11,1 %

- მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 % - ქვემო ქართლის რეგიონზე.



Print