ახალი ამბები
ქუთაისში ავტომობილს ქურდობის მიზნით მინები ჩაუმსხვრიეს
FaceBook
ქუთაისში, გამარჯვების ქუჩაზე ავტომობილს გაქურდვის მიზნით, მინები ჩაუმსხვრიეს
დაზარალებული ირაკლი მაღლაფერიძე ამბობს, რომ შესაძლოა  მანქანაში თანხას ეძებდნენ.

"ამ ქუჩაზე კრიმინალი მომატებულია, რამდენიმე კვირის წინ სხვასაც იგივე პრობლემა ჰქონდა, დღეს , ალბათ, ჩემი რიგი იყო", -
ამბობს ის.

მისი თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე მსგავსი ფაქტის დაფიქსირების დროს პოლიციას მიმართეს თუმცა მათ არც ერთის საქმე არ გამოუძიებია.

ირაკლი მაღლაფერიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს, რადგან გამოძიების იმედი არ აქვს.


Print
თეგები: #ქურდობა #შსს