ახალი ამბები
საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმას ახალი დიზაინის კაბინაში მისცემს
FaceBook
30 ოქტომბერს, ყველა საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ.
განახლებული ფორმის კაბინებში დაცული იქნება ხმის ფარულობა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.

არჩევნების პირველ ტურზე, ხმის მიცემის კაბინების დიზაინი მხოლოდ თბილისის მასშტაბით არსებულ 800-მდე საარჩევნო უბანზე იყო შეცვლილი.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
Print