ახალი ამბები
ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს
FaceBook
ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს.
საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძის თქმით, ჯარიმა კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმა ტაქსის მძღოლებისთვის 200 ლარი იქნება, ხოლო მგზავრები - 100 ლარით.კერძო ავტომობილების მძღოლებისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარით განისაზღვრა.

,, თამბაქოს კვამლში ათასობით სხვადასხვა ნივთიერებაა, მათ შორის, 250 ტოქსინია, 70 კანცეროგენები, კიბოს გამომწვევი აგენტებია. ეს ყველაფერი გროვდება ტაქსის პატარა კაბინაში. ნებისმიერი ადამიანი ამის შემდეგ, არა მხოლოდ მეორეული მწეველობის მსხვერპლია, არამედ დალექილი ტოქსინებისაც. ყველაზე მეტად მოწყვლადი კი ამ მხრივ ბავშვები არიან'',- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, ადმინისტრირების ორგანო საპატრულო პოლიცია იქნება.

"დაჯარიმება მოხდება უკონტაქტო კამერებითაც და ასევე ეკიპაჟების მიერაც''

პარლამენტში ამ დროისთვის კიდევ ერთი კანონმდებლობაა თამბაქოს მოწევის შესახებ. ინიციატივის მიხედვით, მსუბუქ კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. პარლამენტი ამ კანონპროექტსაც სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ განიხილავს.
Print