ახალი ამბები
მსუბუქ ავტომობილები შესაძლოა არასრულწლოვანთა დასწრებით მოწევა აიკრძალოს
FaceBook
მსუბუქ კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოწევა შესაძლოა აიკრძალოს.
საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ დაიწყება.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს.

"რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებიც შეწუხებული არიან, რომ მგზავრი ეწევა და პირიქით ხდება მგზავრის შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ეწევა''- აღნიშნულია ინიციატივაში

აპრილში საქართველოს მთავრობამ დადგენილებაში აღნიშნა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.
Print