ახალი ამბები
IPSOS-ის კვლევით ქუთაისში ოპოზიცია ლიდერობს
FaceBook
IPSOS-გლობალის კვლევის თანახმად, ქუთაისში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
კვლევა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით ჩაატარა.

კვლევის თანახმად, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 51,7%-ით ლიდერობს, ხოლო  "ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილი – 48,3% უჭერს მხარს.

IPSOS-გლობალის თქმით, ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 3%-ია.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

პირველ ტურის შედეგები ქუთაისში კი  ასეთია: ხატია დეკანოიძემ ხმების 43.84%, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.53% მიიღო.

Print