ახალი ამბები
ქუთაისის მერმა სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები 15 000 ლარით დააჯილდოვა
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურულიამ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში ქუთაისიდან 32 მოსწავლემ გაიმარჯვა. ასევე, დაჯილდოვდა მოსწავლეთა 20 პედაგოგი. წარმატებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შოთა მურღულიამ მერიაში მიიღო. წამახალისებელი ჯილდოს სახით გამარჯვებულებმა ჯამში 15 000 ლარი მიიღეს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეთიდან იქნა გამოყოფილი.

წარმატებულ მოსწავლეებს მერია მომავალ წელს სხვადასხვა ბანაკებში დაასვენებს.
Print