ახალი ამბები
"ქართული ოცნების" აქციაზე ქუთაისიდან 6 000-მდე ადამიანი მიდის
FaceBook
თბილისში, "ქართული ოცნების"  მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი ქუთაისიდან უკვე გაემგზავრა.

ნაწილი შტაბებთან, მიკროავტობუსებში არიან მობილიზებულები.



პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გია ბასილაძის თქმით, ქუთაისიდან აქციას 6 000-მდე ადამიანი შეუერთდება.

ბასილაძე ამბობს, რომ აქციაზე ის ადამიანები მიდიან, ვისაც მშვიდობა სურს და არა ბოროტება.

"აქციის მიზეზი ყველასთვის ნათელია. ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა არჩევნების წინ. მივდივართ იმიტომ, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. ამ ადამიანებს უნდათ მშვიდობა, კეთილდღეობა ქვეყანაში და არა ბოროტება და სისხლი", - ამბობს გია ბასილაძე.

დედაქალაქში "ქართული ოცნების" აქცია 5 საათზე დაიწყება.
Print