ახალი ამბები
"როგორც პოლიტიკოსს არ შევხვდები“ - პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს
FaceBook
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ ფესიბუქ გვერდზე დაწერა.

"დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ  როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი,   საჭირო გახდა  დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა", - წერს პაატა ბურჭულაძე. 

აღნიშნულზე განცხადება ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა  ირინე ლომინაძემ გააკეთა. ის უარყოფს დასის საგანგებოდ დათხოვის  ფაქტს და ამბობს, რომ  ეპიდსიტუაციის გამო ოპერის თეატრში კარანტინია გამოცხადებული. 

"პაატა ბურჭულაძეს როგორც მსოფლიო ბანს უდიდესი პატივისცემა ჩემგან, ბედნიერი ვიქნები  თუკი ოდესმე გვექნება შესაძლებლობა ჩვენს თეატრში იმღეროს  მაგრამ როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს არ შევხვდები. Ეს არის ჩემი  მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. მე არ ვცემ იმ  პარტიას პატივს რომლის პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე.  ეს მხოლოდ  და მხოლოდ  ეხება პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს და არა მომღერალს ", - განაცხადა ირინე ლომინაძემ.

მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი  პაატა ბურჭულაძე  გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში რამდენიმე  დღის წინ გამოჩნდა. ამის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. 


Print