ახალი ამბები
იმერეთში PCR ტესტის გაყალბების ფაქტზე რვა პირი დააკავეს
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, იმერეთში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინა.

მომხდარზე დაკავებულია რვა პირი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
Print