ახალი ამბები
"მთავარ არხს" "ოცნების" კიდევ ერთი მერი უჩივის
FaceBook
ქუთაისში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის იოსებ ხახალიშვილის  შემდეგ, "მთავარ არხის'' წინააღმდეგ სარჩელი ჭიათურის მერს გივი მოდებაძესაც  შეაქვს.

მისი თქმით, ტელევიზიის ერთ-ერთ სიუჟეტში, სადაც მას როგორც სუსის აგენტად მოიხსენიებდნენ, ტყუილი და ცილისწამებაა. ამის გარდა, გივი მოდებაძე ამბობს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ "მთავარი არხი" გამოგონილ ამბებს აშუქებდა. 

"ყალბი ამბების მიზეზით, ბულინგი განიცადეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მცირეწლოვანმა შვილმა, ხოლო დედა საავადმყოფოში მკურნალობს", -
ამბობს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.

ის ისევე როგორც იოსებ ხახალეიშვილი, ტელეკომპანია "მთავარი არხისგან"  სიმბოლურ თანხას 55 555 ლარს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

იოსებ ხახალეიშვილმა 20 სექტემბერს ,,მთავარს არხს'' ღირსების შელახვისთვის უჩივლა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერობის კანდიდატი ტელეკომპანია "მთავარს" სასამართლოში უჩივის




Print