ახალი ამბები
ხატია დეკანოიძემ ქუთაისში ვიცე-მერობის 4 კანდიდატი წარადგინა
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის  ქუთაისის მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა  ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.
დეკანოიძემ გუნდის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ქუთაისი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი.

მისი თქმით, ოპოზიციას მომავალი კოალიციურ მმართველობაში ესახება.

ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე - მერობის კანდიდატები იქნებიან:

„ლელო“ - ანა ნაცვლიშვილი;

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - იმედა კლდიაშვილი;

სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. 

პირველ ტურის შედეგები ასეთია: ხატია დეკანოიძემ  ხმების 43.84%, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.53% მიიღო. 
Print