ახალი ამბები
"ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი'' - მდუმარე აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ, მდუმარე აქცია-პერფორმანსი "ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი" გაიმართა. 
მდუმარე აქციის ორგანიზატორის, მმართველობის მონიტორინგის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდებს ქალაქში საცხოვრებელ პირობებს არ უქმნის და ისინი იძულებულნი არიან უცხოეთში წავიდნენ.

"ქვეყნის მეორე ქალაქში ვერ ჩერდებიან ადამიანები და მიდიან უცხოეთში. ვერ იქმნება მათთვის საცხოვრებელი პირობები, ეს ნიშნავს, რომ უნდა აღიაროს ხელისუფლებამ თავისი შეცდომები და მარცხი.  საზოგადოების მხრიდან კი, არსებული  ვითარების შესაცვლელად არჩევნების მეორე ტური კარგი შანსია", - ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.



აქციის მონაწილეებმა მერიის წინ ის ინფრასტრუქტურული პროექტები გამოფინეს, რომლებიც არ განხორციელდა.  



აქციის მონაწილეები მოქალაქეებს 30 ოქტომბერს არჩევნების  მეორე ტურში  მონაწილეობისკებენ მოუწოდებენ. 

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
Print