ახალი ამბები
ფილმი, სადაც მოქმედება ქუთაისში ხდება, ჩიკაგოს ფესტივალზე დაჯილდოვდა
FaceBook
ალექსანდრე კობერიძის ფილმი "რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?"  ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

ფილმმა კინოფესტივალის ჯილდო ვერცხლის ჰიუგო საუკეთესო სცენარისთვის მიიღო.

ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება.

"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარმოდგენილი: ამით ის თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართული კინოსურათი გახდა, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 

ფილმმა კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მიიღო.
Print