ახალი ამბები
კორონავირუსის 24 ოქტომბრის სტატისტიკა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა - 87, იმერეთი - 729, ქვემო ქართლი - 221, შიდა ქართლი - 195, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც:

6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 256, აჭარაში - 496, იმერეთში - 1 288.


Print