ახალი ამბები
„მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას და არა სააკაშვილის გამო“ - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პირველ ტურში "მოღალატე გახარიას" გამო ვერ გაიმარჯვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ეწვია. მან არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ "მოღალატე გახარიას" ფაქტორმა განაპირობა, რომ მათმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა.

"რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული დამაჯერებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა,
- აღნიშნა მან.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა რომ არჩევნების მეორე ტურში "ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს".

"ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი! მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი? - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ  დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი, არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს."


ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, მოსახლეობას შეხვდა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.