ახალი ამბები
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 10.4 -ჯერ გაზრდილია
FaceBook
2020 წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა; წელს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი ესტუმრა. 

ინფორმაფიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10.4 -ჯერ.

სამინისტროს ცნობით, 2021 წელს, 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ ტერიტორიებს:

► მარტვილის კანიონი

► პრომეთეს მღვიმე

► ყაზბეგის ეროვნული პარკი

► ოკაცეს კანიონი

► მტირალას ეროვნული პარკი

სამინისტროს რწმუნებით პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარება აქტიურად გრძელდება:

► გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი "თეთრა მღვიმე";

► ამოქმედდა საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის, წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი;

► ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700 მეტრიანი ზიპლაინი,

► მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში, სათაფლიაში.


Print