ახალი ამბები
აიცერი და გადაარჩინე სიცოცხლე - საქართველოში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება
FaceBook
საქართველოში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება.

კამპანიამ სტარტი 18 ოქტომბერს აიღეო და თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.

პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

მარათონის ორგანიზატორები ადამიანებს მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებენ - "ჩაერთე მარათონში შენივე სოფლიდან – შენი არჩევანი აიცრა დღეს, ნიშნავს გადაარჩინო შენი და მინიმუმ რამდენიმე ადამიანის სიცოცლხე, იდგე საქართველოს სამსახურში და დაიცვა ქართული სახელმწიფო!"

22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.

სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 688 804 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 626 478 პირი, ხოლო გარდაცვლილია 9 699 ადამიანი.

22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.09%.


ფოტო: ლია უკლებას სტრიტ არტი
Print