ახალი ამბები
საქართველოში დღიურად აცრილია 5 469 ადამიანი - ვაქცინაციის შემცირებული სტატისტიკა
FaceBook
23 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 943 743 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 022 128 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %.

სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%.

22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.

თბილსიში აიცრა 2319 ადამიანი, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აჭარის რეგიონში - 642, იმერეთში - 626.

კივიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და აცრა რეგისტრაციის გარეშევ შესაძლებელია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. 

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 688 804 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 626 478 პირი, ხოლო გარდაცვლილია 9 699 ადამიანი.

22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.09%.



Print