ახალი ამბები
კორონავირუსის 23 ოქტომბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  4 467  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 790 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 688 804  ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 626 478 პირი, ხოლო გარდაცვლილია 9 699  ადამიანი.

22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.09%.

დღეს, ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების 4 467 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.

5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 425, აქედან  თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.

45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.
Print