ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონასა და ვენაში პირდაპირი რეისები განხორციელდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, პირდაპირი ავიარეისები ბარსელონაში და ვენაში დაიწყება.
ავიაკომპანია Wizz Air-ით 31 ოქტომბერიდან განხორციელდება ქუთაისი ბარსელონას რეისი, ხოლო 2 ნოემბრიდან ქუთაისი ვენა.

აეროპორტის ინფორმაციით, მგზავრებს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უნდა ჰქონდეთ PCR-ტესტი, ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი) ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ვაქცინაციის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხოლო ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება  მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა. საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.

Print