ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურისთვის თვითიზოლაცისა და სტაციონარში მყოფი პირების რეგისტრაცია იწყება
FaceBook
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფმა  ამომრჩევლებმა მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი 0.

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით,სპეციალური უბნები უკვე შექმნილია. 

"არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისი განმარტებით,  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

"გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება დილის 8:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ სპეციალური პროცედურები"

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
Print