ახალი ამბები
Pfizer - "ბუსტერ დოზამ 95.6% ეფექტურობა აჩვენა"
FaceBook
Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერ დოზა გაუკეთდა იმ ადამიანებს, ვისაც ამავე წამლის ორი დოზა უკვე მიღებული ჰქონდა, რამაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა",- აცხადებენ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში.

როგორც Pfizer ოფიციალურ გვერდზე წერს, კლინიკური ცდების ბოლო ფაზაში გამოჩნდა, რომ ბუსტერ დოზა კორონავირუსისადმი დამცველობას სრულად აღადგენს.

მისი მიღების შემდეგ, ადამიანებში ვაქცინამ კორონავირუსისადმი 95.6% ეფექტურობა აჩვენა, განსხვავებით მათგან, ვისაც ეს დოზა არ გაუკეთებია. იმ ადამიანებში ვინც მესამე დოზა მიიღო, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო იმათში, ვისაც ეს დოზა არ გაუკეთეს 109 შემთხვევა დაფიქსირდა.

"ეს შედეგები გვაძლევს უფრო დამარწმუნებელ მტკიცებულებას იმისა, რომ ბუსტერ დოზას აქვს სარგებელი, რითაც გვსურს საზოგადოება კარგად დავიცვათ ვირუსისგან", - ამბობს Pfizer - ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბორულა.

საქართველოში ბუსტერ დოზით აცრა 50 წელს ზემოთ ადამიანებსა და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეუძლიათ. მესამე დოზას გაიკეთებენ უცხოეთში გამგზავრების მსურველებიც.
Print