ახალი ამბები
საინფორმაციო შეხვედრები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით
FaceBook
დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკსა და ქვიტირში გაიმართა.


საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას.

შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ხუთი რეგიონის - კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და ომერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან.

შეხვედრას გაუძღვებიან ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორი და არჩილ მარშანია, ანათეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

საქართველოს გაეროს ასოციაციის ტრენერისამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში. შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის დაწყებამდე სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის. შეხვედრების ხანგძლივობა იქნება 60-90 წუთი. შეხვედრების ფორმატი მოიცავს ინტერაქციას, სლაიდ-შოუ პრეზენტაციასა და დისკუსიებს.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფს მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას.
Print