ახალი ამბები
ლიტერატურული კონკურსის „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“ გამარჯვებული გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კონკურსის "ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის" დასკვნითი საღამო გაიმართა.

ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. აღნიშნული კონკურსი ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დააფუძნა. შესაბამისად დაჯილდოების ცერემონიალი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა.

კონკურსის მიზანს საუკეთესო ლექსის გამოვლენა წარმოადგენდა. კონკურსში სულ 47 ლექსი შემოვიდა. ხუთკაციან ჟიურის ლექსები ნომრების სახით მიეწოდა ავტორთა ვინაობის გამჟღავნების გარეშე.
პირველი ადგილი პოეტ ნანა გასვიანს ერგო, მეორე პოეტმა ფერიდე სიმსივემ აიღო, მესამე
ბექა ქებულაძეს მიაკუთვნეს.

ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა სალომე ბელქანიამ.
აღნიშნული კონკური პირველად ერთი წლის წინ  გაიმათა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის ინიციატივით. კონკურსის  იდეა პოეტ  ნომად ბართაიას ლექსიდან გაჩნდა.

Print