ახალი ამბები
ხონის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა
FaceBook
ხონის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა შორის 7/7-ზე ჩემპიონატის მეორე ადგილი მოიპოვა.
16-წლამდე გოგონათა შორის 7/7-ზე საფეხბურთო ფესტივალის ფინალური ეტაპი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხონისა და ადიგენის გუნდები დაუპირისპირდნენ. ხონმა მეორე ადგილი დაიკავა.

ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა 400-მდე გოგონამ მიიღო.

პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან ერთად შეიმუშავა.

ხონში გოგონათა ფეხბურთის გუნდი 2017 წლიდან არსებობს. არის იმერეთის ჩემპიონი მოსწავლეებს შორის და კოკა-კოლას თასის პრიზიორი.
Print