ახალი ამბები
ქუთაისის მერობის კანდიდატი ტელეკომპანია "მთავარს" სასამართლოში უჩივის
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია "მთავარის" წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

ხახალეიშვილმა თავის საარჩევნო შტაბში სარჩელს დემონსტრაციულად მოაწერა ხელი. მისი თქმით, ერთ-ერთ გადაცემაში გასული სიუჟეტი, სადაც მას როგორც  სუსის აგენტს ისე მოიხსენიებდნენ, ტყუილია და ცილისმწამებლური. მერობის კანდიდატი შელახული ღირსების აღდგენისთვის სიმბოლურად 55 555 ლარს ითხოვს. მისი თქმით, თანხა საქველმოქმედო ფონდ "ქუთაისში" გადაირიცხება.

"შემაქვს სარჩელი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ვიბრძოლებ ყველა დონის სასამართლო ინსტანციაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ცილისმწამებლური მითების შეთხზვა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ"
,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანას "ქართული ოცნების" სხვა მერობის კანდიდატებიც აპირებენ.
Print