ახალი ამბები
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 1 920 934-მა ადამიანმა გაიკეთა
FaceBook
19 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 920 934  აცრა.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %

სრულად ვაქცინირებულია 907 106 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.8%. 

18 ოქტომბერს  6 203 ადამიანი აიცრა.

კოვიდ საწინააღმდეგო აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.









Print