ახალი ამბები
კორონავირუსის 19 ოქტომბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 082 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი  670 552 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 2 082 პირი, ხოლო გარდაცვლილია 616 937 ადამიანი.

18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.12%.

დღეს, ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების 5 739 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.

5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 927, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 303.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 105, იმერეთში - 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 25, იმერეთში - 28.

37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.
Print