ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილთან ექიმთა კონსილიუმი შევა
FaceBook
დღეს, მიხეილ სააკაშვილთან,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ექიმთა კონსილიუმი მივა.
მედიკოსთა ჯგუფი რუსთავის #12 დაწესებულებაში დღის მეორე ნახევარში შევა.

ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით,
პატიმრის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ჯერჯერობით არ დგას.

,,კონსილიუმი განიხილავს საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია ''


ექიმის ინფორმაციით, პატიმრის ანალიზების პასუხი უკვე მზადაა და კონსილიუმის წევრები მას სწავლობენ. თავად მიხეილ სააკაშვილი კი ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ჯანდაცვის სამინისტროში ექიმთა კონსილიუმი რამდენიმე დღის წინ შიქმნა.


ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.
Print