ახალი ამბები
ჭიათურაში, ახალი სპექტაკლი „მოძრავი თეატრის“ პრინციპით დადგეს
FaceBook
ჭიათურის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

წარმოდგენილი იქნება ​მათეი ვიშნეკის "სამუშაო მოხუცი კლოუნებისთვის". რეჟისორი მამუკა ცერცვაძე, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. 

სპექტაკლი არატიპიური ფორმის, ანუ „მოძრავი“ იქნება. სცენა და პარტერი ისეა დამზადებული, რომ მისი გადაადგილება მარტივად შეიძლება. ამით სპექტაკლის ავტორები მოახერხებენ მათი პანდემიის პერიოდის გეგმის განხორციელებას: ე.წ. თეატრი შაპიტოს პრინციპზე სპექტაკლის სოფლებში ტარებას და ღია სივრცეში ჩვენებას. 

"პანდემიის დროს მოვიფიქრეთ და შევარჩიეთ სწორედ ეს სპექტაკლი. პიესა იძლევა ამის საშუალებას  მობილური პარტერი და სცენა  გაგვეკეთებინა, ასევე ჰქონდეს თავისი გახმოვანების და განათების აპარატი. გეგმა გვაქვს სპექტაკლი ვატაროთ სოფლებში.ვივლით "თეატრი შაპიტოს" გავაკეთებთ", - აღნიშნავს მამუკა ცერცვაძე.  

სპექტაკლის პრემიერა ჭიათურის სახელმწიფო თეატრში 28 ოქტომბერს ჩატარდება.

თეატრი ამავე დღეს გახსნის ახალ სეზონს.
Print