ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
კვირის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების თქმით, ორშაბათს 18 ოქტომბერს იწვიმება, ხოლო  ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-16 0 იქნება.

19-20 ოქტომბერს, ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე მოიმატებს 4,3 მ/წმ სიჩქარით.

21-22 ოქტომბერს ქარის სიჩქარე გაძლიერდება 5,0 მ/წმ სიჩქარით, ხოლო ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 22 0-მდე.

კვირის ბოლოს, 23-24 ოქტომბერს სინოპტიკოსების თქმით, შესაძლოა გამოიდაროს. ჰაერის ტემპერატურა 20 0 მიაღწევს.
Print