ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში" დღეს თავისუფალი ზონის" წევრების საქმის არსებითი განხილვა მოხდება
FaceBook
"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების საქმის არსებითი განხილვა 15:00 საათზე არის ჩანიშნული.



ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების საქმის არსებითი განხილვა 15:00 საათზე არის ჩანიშნული. დღესვე მოხდება დაპატიმრებული წევრების ბრალმდებლის მხარის მოწმეების დაკითხვა.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრი, ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია მიმდინარე წლის 2 ოქტომებრს დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი პარლამენტის წინ ტელეკომპანია რუსთავი2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე უმრავლესობის წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენება გახდა. ოდნავ მოგვიანებით, კი დაკავებულ წევრებს ბრალი წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. დაპატიმრებული წევრების საქმის არსებითი განხილვა სხვადსხვა მიზეზით ორჯერ გადაიდო. დაკავებულების ადვოკატმა, ელისო დათუსანმა ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება სცადა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნიკა ნარსიას ბრალი 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფას ითვალისწინებს. მირიან დეისაძეს ბრალი ცემის ფაქტზე 125 -ე მუხლით წარედგინა, ხოლო კახა გაბუნიას ბრალი 239 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული.

Print